ანონსი 27.05.2010
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პირველ კლასელ მოსწავლეებს ,,Netbook’’-ი დაურიგდებათ. 28 მაისს 12 საათზე ქალაქ ბათუმში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ,,Microsoft’’-ის ბიზნესის განვითარებისა და ტექნოლოგიური მიდგომების დირექტორი დან მაკფეტრიჯი და ,,Intel’’-ის გლობალური განათლების პროექტის დირექტორი ბრაიან გონსალესიხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ,,Microsoft’’-სა და ,,Intel’’-ის მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ადგილი: ქ. ბათუმი, სასტუმრო შერატონი
ადგილი: ქ. ბათუმი, სასტუმრო შერატონი
STCU - ს დირექტორთა საბჭოს შეხვედრა საქართველოში გაიმართა 27.05.2010
უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) დამფუძნებელი ქვეყნების წარმომადგენლებმა: აშშ-მ, კანადამ, უკრაინამ და ევროკავშირმა, 2009 წლის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა თბილისში გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე; საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარიამ გერსამია, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი და სხვ.
შეხვედრაზე შეფასდა და დასაფინანსებლად შეირჩა კიდევ 11 ერთობლივი სამეცნიერო პროექტი. მათთვის ბიუჯეტი 381 509 აშშ დოლარით განისაზღვრა. აქედან ფონდი 255 872 აშშ დოლარს გადაიხდის.
ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა მეცნიებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (STCU) აღმასრულებელ დირექტორს ენდრიუ ჰუდს.
საქართველო უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წევრი 1998 წელს გახდა და დღეისათვის ამ ორგანიზაციამ 829 ქართველი მეცნიერის 100-მდე პროექტი დააფინანსა, რომელთა საერთო ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
2006 წელს საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (GNSF) და STCU-მ ხელი მოაწერეს “განაცხადს თანამშრომლობის შესახებ”, რომელმაც დასაბამი მისცა ამ ორგანიზაციებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში.
STCU არის მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1993 წელს. STCU-ს მიზანია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ე.წ. მეიარაღე მეცნიერების აქამდე ბირთვული და სხვა იარაღის შექმნაზე ორიენტირებული ქართველი სპეციალისტების საქმიანობის მიმართვა მშვიდობიანი მიზნებისკენ. ცენტრი სამი დონორისგან შედგება: ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა. მეოთხე სრულფასოვანი პარტნიორი არის უკრაინა. მოგვიანებით, ცენტრში გაწევრიანდა საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი და უზბეკეთი.

- პროგრამის ძირითადი ამოცანაა, საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ამაღლება;
- პროგრამის სამეცნიერო პრიორიტეტებია: ბიოტექნოლოგიები და მეცნიერებები სიცოცხლის შესახებ, ენერგოეფექტურობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
STCU არის მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1993 წელს. STCU-ს მიზანია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ე.წ. მეიარაღე მეცნიერების აქამდე ბირთვული და სხვა იარაღის შექმნაზე ორიენტირებული ქართველი სპეციალისტების საქმიანობის მიმართვა მშვიდობიანი მიზნებისკენ. ცენტრი სამი დონორისგან შედგება: ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა. მეოთხე სრულფასოვანი პარტნიორი არის უკრაინა. მოგვიანებით, ცენტრში გაწევრიანდა საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი და უზბეკეთი.
მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა გრძელდება 25.05.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით შექმნილმა საზოგადოებრივმა დარბაზმა სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი განიხილა. შენიშვნები და შეხედულებები, რომელიც დარბაზის წევრებმა შეხვედრაზე გამოთქვეს, ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული. მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის პროფესიული ქცევის წესებს ადგენს, რაც მათ ეთიკურად გამართლებული ქმედებების წარმართვაში დაეხმარებათ. ამ კოდექსით, მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხის შეფასება მოხდება. კოდექსის დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლების, თავად მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.
სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის აუცილებელია, სკოლამ არა მარტო ხარისხიანი ცოდნა შესთავაზოს მოსწავლეს, არამედ სასწავლო პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ეთიკურად მიზანშეწონილი და საზოგადოებრივად გამართლებული ურთიერთობების დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.
მასწავლებელთა პროფესიულ ეთიკის კოდექსზე სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებთან უკვე გაიმართა. იმისთვის, რომ ეთიკის კოდექსმა სრულყოფილი სახე მიიღოს, ანალოგიური შეხვედრები როგორც დარბაზის წევრებთან ასევე მრჩეველთა საბჭოსთან და საზოგადოების წევრებთან მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 20.05.2010
პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის საჯარო სკოლების გამოყენებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა ბრიფინგი გამართა. საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა საჯარო სკოლის დირექტორს მისცა მკაცრი მითითება, რათა მათ არ დაეშვათ პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის დროს. სამწუხაროდ, ხულოს რაიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა არ შეასრულა ეს მითითება, ამის თაობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ”ახალი თაობა ახალი ინიციატივა” და ”საზოგადოება ბათუმელი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აცნობეს.
სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არსებულ საჯარო სკოლაში მართლაც ჩატარდა საარჩევნო აგიტაცია და ამ პერიოდში შეწყდა სასწავლო პროცესი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითების დარღვევის გამო, საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან.
სამინისტროს გენერალური ინსპექცია კვლავ გააგრძელებს მონიტორინგს და ყველა მსგავსი ფაქტის გამოვლენისას მოახდენს მკაცრ რეაგირებას.
სამინისტრო მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციებს - ”ახალი თაობა ახალი ინიციატივა” და ”საზოგადოება ბათუმელი” თანამშრომლობისთვის და იმედოვნებს, რომ სამინისტრო და არასამთავრობო სექტორი მომავალშიც გააგრძელებენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

საატესტატო გამოცდებისათვის ფართომასშტაბიანი აპრობაცია დაიწყო 19.05.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის №57-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც 2011 წლის საატესტატო გამოცდებზე გამსვლელი ქულის დასადგენად მე-11 კლასის მოსწავლეებში პრეტესტი მიმდინარეობს. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, დამამთავრებელ კლასში გამოცდების ჩაბარება სახელმწიფოს მისცემს გარანტიას, რომ მოსწავლეები სკოლაში ზოგად განათლებას რეალურად მიიღებენ. ამასთან, გაიზრდება მოსწავლეთა დასწრება და სკოლებში ყველა საგანი თანაბრად პრიორიტეტული გახდება.
იმისათვის, რომ 2011 წლის საატესტატო გამოცდებისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დადგინდეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 36 რაიონის 62 სკოლა განისაზღვრა. აღნიშნულ სკოლებში 18–დან 21 მაისის ჩათვლით საცდელი ტესტირებები ტარდება, რომელშიც მონაწილეობას მე–11 კლასის 1500–მდე მოსწავლე და შესაბამისი საგნების 500–ზე მეტი პედაგოგი იღებს. მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ სავალდებულო საგანში გაივლიან, რომელიც მომავალ წელს ატესტატის ასაღებადარის აუცილებელია. პედაგოგები ასევე შეავსებენ სპეციალურ კითხვარს.
საცდელი ტესტირებების შედეგების ანალიზით დადგინდება როგორც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი თითოეული გამოცდისათვის, ასევე ატესტატის გაცემის ოპტიმალური ფორმულა. აპრობაციების შედეგად გამოიცდება ასევე ტესტური დავალებები, განისაზღვრება საატესტატო გამოცდის ფორმატი და დადგინდება, კონკრეტულად რა მიმართულებით საჭიროებენ მოსწავლეები დახმარებას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2011 წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩააბარებენ.

მასწავლებლეთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვა დაიწყო 16.05.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მასწავლელბელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვა მოხდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გია მამულაშივლი და ცენტრის თანამშრომლები.
სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის აუცილებელია, სკოლამ არა მარტო ხარისხიანი ცოდნა შესთავაზოს მოსწავლეს, არამედ სასწავლო პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ეთიკურად მიზანშეწონილი და საზოგადოებრივად გამართლებული ურთიერთობების დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.
მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, მასწავლებლების და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება. ეთიკის კოდექსის მიზანია დაეხმაროს მასწავლებელს ეთიკურად გამართლებული ქმედებების წარმართვაში.
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი საქართველოში სიახლეა, თუმცა არ არსებობს დასავლეთის განვითარებული ქვეყანა, სადაც პროფესიული ეთიკის კოდექსი არ არსებობდეს ან უნივერსიტეტებში არ ისწავლებოდეს მომავალი მასწავლებლებისათვის პედაგოგიური ეთიკა.
მასწავლებელთა პროფესიულ ეთიკის კოდექსზე სამუშაო შეხვედრები უკვე მოეწყო სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებთან და იმისთვის, რომ ეთიკის კოდექსმა სრულყოფილი სახე მიიღოს ანალოგიური სამუშაო შეხვედრები მრჩეველთა საბჭოსთან, დარბაზის წევრებთან და საზოგადოების წევრებთნ მომავალშიც მოეწყობა. მათი შენიშვნები და შეხედულებები ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული.

მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორები დაასაჩუქრა 15.05.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალისტთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კონკურსი VII-XII კლასების მოსწავლეებს შორის ორ ეტაპად ჩატარდა, 40-მდე ქვეყნაში ადგილზე შეირჩა საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც უკვე საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე შეფასდა. მონაწილეთა მიერ წარმოდგენილმა მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის, ეკოლოგიის, აგრეთვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროებში მომზადებულმა პროექტებმა შემფასებელთა მოწონება დაიმსახურეს და შესაბამისად I, II და III ადგილები დაიკავეს.
კონკურსის ყველა მონაწილეს ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ დაწესებული სხვადასხა პრიზი გადაეცათ. ორგანიზატორებს შორის იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებები, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, ევროკავშირი-ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში და კომპანია ”ჯეოსელი”.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წახალისება - დაინტერესდნენ მეცნიერების სხვადასხვა დარგით და აწარმოონ კვლევითი და გამომგონებლობითი საქმიანობა.

განათლების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა 11/05/2010
დიმიტრი შაშკინმა და USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონათან კონლიმ ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის” დანერგვისა და განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის’’ მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური და ადამიანური რესურსების დაგეგმვაში დაეხმაროს და სამართლიანი წლიური და შუალედური პროექტები განავითაროს. ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემა” განათლების სამინისტროს, მის სააგენტოებსა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს შორის ინფორმაციის გაცვლასა ამ ორგანიზაციების ეფექტურად ფუნქციონირებას ითვალისწინებს.
”პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც მოსწავლეთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას ითვალისწინებს. პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ზუსტ აღრიცხვას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, ეფექტურ მენეჯმენტსა და ელექტრონული ჟურნალების შემოღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განათლების სისტემის წინსვლისთვის” - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა
,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემა” პილოტირებას ოც სკოლაში და ოთხ რესურს-ცენტში გაივლის, რათა მოსწავლეთა რეგისტრაციაზე, განრიგზე, დასწრებაზე, შეფასებაზე და ანგარიშებზე მოწესრიგებული მონაცემები შექმნას. ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის’’ პილოტირება 2010 წლის ბოლოს მოხდება. სისტემა ქვეყნის მასშტაბით 2011 წლის ბოლოს გავრცელდება.
USAID-ის 3 წლიანი განათლების მართვის პროექტი საქართველოს მთავრობას საგანმანათლებლო პოლიტიკის გაუმჯობესებასა და სკოლების დაფინანსებაში დაეხმარება.

ნიმუშები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
ამ ფაილში მოთავსებულია ნიმუშები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვისქართულ ენასა და ლიტერატურაში
ზოგადი უნარებში
მათემატიკაში
ტესტი ისტორიაში
გეოგრაფია
ფიზიკა
ბიოლოგია
ქიმია
მათემატიკაში - რუსულად
რუსულ ენაში
გერმანულ ენაში
ფრანგულ ენაში
ინგლისურ ენაში
ზოგადი უნარებში
მათემატიკაში
ტესტი ისტორიაში
გეოგრაფია
ფიზიკა
ბიოლოგია
ქიმია
მათემატიკაში - რუსულად
რუსულ ენაში
გერმანულ ენაში
ფრანგულ ენაში
ინგლისურ ენაში
ნიჭიერ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ უფასოდ სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ 08.05.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამებში სწავლების გაგრძელების მსურველებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 40 წლამდე, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი და სამინისტროს საიტზე ჩამოთვლილი საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე უკვე ჩარიცხულნი არიან. კონკურსი 31 მაისამდე გაგრძელდება. კონკურსში გამარჯვებულების საზღვარგარეთ სწავლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დააფინანსებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავს მომავალი თაობისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სწავლა მსოფლიოს ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელოს, როგორიცაა ოქსფორდი, კემბრიჯი, სორბონა და სხვა.
,,საქართველოს მომავალი სწორედ განათლებულ მომავალ თაობაშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სოციალური სტატუსის მქონე ნიჭიერი ახალგაზრდებისთის საზღვარგარეთ სწავლება ხელმისაწვდომი გავხადოთ’’- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე mes.gov.ge-ზე სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში ,,სამაგისტრო პროგრამები უცხოეთში’’ უნდა გაირაონ. ვებ-გვერდზე მსურველები ასევე მოიპოვებენ კონკურსის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას და იმ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალს, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ სწავლებას დააფინანსებს.

ანონსი 07.05.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსისა და დაფინანსების პირობებზე 8 მაისს 11 საათზე მინისტრი დიმიტრი შაშკინი და უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსი მაია სიფრაშვილი-ლი ბრიფინგს გამართავენ.
ადგილი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მისამართი: უზნაძის №52

დიმიტრი შაშკინმა გიორგობა ღვაწლმოსილ პედაგოგს პირადად მიულოცა 06/05/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს ბატონ გიორგი ზუბიაშვილს სახლში ეწვია, გიორგობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ასევე მინისტრმა გიორგობა ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით კი ამ სახელის მატარებელ მამაკაც პედაგოგებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ბატონი გიორგი ზუბიაშვილის აღსაზრდელები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები არიან, სკოლა, სადაც ღვაწლმოსილი პედაგოგი 30 წელია მუშაობს ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. გიორგი ზუბიაშვილი მათ ხელოვნებისა და სპორტის გაკვეთილებს უტარებს, ხელმძღვანელობს ქორეოგრაფიულ წრეს. მისი აღსაზრდელები არაერთი ფესტივალის გამარჯვებულები არიან. ბატონი გიორგი ღირსების მედლის კავალერი და ბევრი სიგელისა და ჯილდოს მფლობელია.
გამოცდილი პედაგოგი მისეულ, განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებსა და მეთოდებს ფლობს, რაც აუცილებელია ასეთი საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას. მიუხედავად სოლიდური ასაკისა იგი ენერგიულად აგრძელებს მოღვაწეობას, სისტემატიურად ადევნებს თვალყურს პროცესებს და განსაკუთრებით ახარებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა. სიახლეების მიმდევარი პედაგოგი თავადაც მუდმივ ძიებაშია და ცდილობს სიახლეებით გაამდიდროს სწავლების მისეული მეთოდი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ მასწავლებელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ ღირსეულ პედაგოგებს.

სამინისტროში მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა 05/05/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროსთან შექმნილი მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ მრჩეველთა საბჭოს სრული ათწევრიანი შემადგენლობა საზოგადოებას საბჭოს პირველ სხდომაზე წარუდგინეს.
მრჩეველთა საბჭო საზოგადოებისთვის ცნობილი და ღვაწლმოსილი პიროვნებებისგან დაკომპლექტდა. აკადემიკოსები, ღვაწლმოსილი პედაგოგები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები ამიერიდან განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩაერთვებიან.
მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომაზე რეფორმების მიმდინარეობაზე, ცვლილებებზე ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მასწავლებელთა სერტიფიცირებასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. საბჭოს წევრების მოსაზრებით, სამინისტროს გახსნილობა და პროცესში გამოცდილი ადამიანების ჩართულობა რეფორმების წარმატებით განხორციელების საწინდარია.
აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე, პროფესორი თედო ნინიძე, პროფესორი ანზორ ხელაშვილი, დამსახურებული პედაგოგები ლიანა შეწირული, ლია ჭანკვეტაძე, მზია ხიტირი და თინათინ ჯიშიაშვილი, სახელმწიფო მართვის მაგისტრი, საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ექიმი-პედიატრი ნუგზარ უბერი, სადაზღვევო ჯგუფის ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’’ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და განათლების მინისტრს წარუდგენენ.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, რეფორმების მიმდინარეობის პროცესში აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ასევე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას ღვაწლმოსილი, დამსახურებული და პროფესიონალი ადამიანების გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება. ,,მე მოხარული ვარ, რომ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა სწორედ ასეთი პიროვნებებისგან არის დაკომპლექტებული’’- აღნიშნა მინისტრმა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შექმნილი მრჩეველთა საბჭო სისტემატურად შეიკრიბება, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგენს.

საერთო სამაგისტრო გამოცდა 2010 03/05/2010
10 მაისს სრულდება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მსურველთა რეგისტრაცია. პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სტრუდენტთა დაფინანსების პრინციპებზე ბრიფინგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამართეს.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საშემსრულებლო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე.
სამაგისტრო გამოცდის მიზანია დაეხმაროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მაგისტრანტების შერჩევაში; განახორციელოს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა კლასიფიცირება მათი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით; უზრუნველყოს მაგისტრატურაში ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობა და გამჭვირვალობა; გამორიცხოს მაგისტრატურაში ისეთი კანდიდატების მიღება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სწავლების ამ საფეხურისათვის აუცილებელ მოთხოვნებს.
სპეციალობის გამოცდას კანდიდატები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებენ (გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნებულია სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და სხვა საჭირო ინფორმაცია). სამაგისტრო პროგრამაზე კანდიდატის ჩარიცხვისას მნიშვნელობა ენიჭება როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის, ისე სპეციალობის გამოცდის შეფასებას.
საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებით მაგისტრატურის დაფინანსების სქემა განსხვავდება ბაკალავრიატის დაფინანსების პრინციპისგან – 2009 წელს ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მაგისტრატურის ცენტრალიზებულად, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებით დაფინანსების შესახებ.
სახელმწიფომ განსაზღვრა მისთვის პრიორიტეტული სფეროები, რომელთა დაფინანსება უპირატესად მიიჩნია. გამოიყო 11 მიმართულება (ბიზნესი და ეკონომიკა, ჰიმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა). განისაზღვრა, რომ მაგისტრატურის დაფიანანსებისათვის გამოყოფილი თანხის 10% განაწილდება საერთო სმააგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით შედეგენილი რეიტინგული სით. მომდევნო 40% თანაბრად განაწილდება მიმართულებებზე, დარჩენილი 50% კი გადანაწილდება პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
მთავრობის მიერ 2009 წელს განსაზღვრული პრიორიტეტები შენარჩუნებულია 2010 წლისთვისაც.

2010 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის მზადება დაიწყო 01.05.2010
საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის პირველი შესარჩევი ტურები მათემატიკასა და ფიზიკაში თბილისის №98 საჯარო სკოლაში შემდეგი განრიგით გაიმართება: მათემატიკასა და ფიზიკაში I და II ტურები: 1 და 2 მაისი. III და IV ტურები - 12 და 13 მაისი;
2010 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველო დელეგაციებს შემდეგ სამ დისციპლინაში წარადგენს:
ფიზიკის 41–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზეზე, IPHO 2010 (ხორვატია, ქ. ზაგრები, 17–25 ივლისი) გუნდის წევრთა რაოდენობაა - 5 მოსწავლე;
მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2010 (ყაზახეთი, ქ. ასტანა, 2–14 ივლისი) გუნდის წევრთა რაოდენობაა - 6 მოსწავლე;
ინფორმატიკის 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2010 (კანადა, ქ. ვატერლოო, 14–21 აგვისტო) გუნდის წევრთა რაოდენობაა - 4 მოსწავლე.
საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების წევრების შერჩევასა და მომზადებას საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი განახორციელებს
ყველა საგანში, შესარჩევ ტურებზე, მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 9:00 საათზე ტურების ჩატარების ადგილას. რეგისტრაციის დღეს თითოეულმა მონაწილემ თან უნდა იქონიოს დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
წელს, პირველად, ქართველი დამკვირვებელი ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, კორეის ქალაქ ჩანგვონში გაემგზავრება. ეს შესაძლებლობას მისცემს ქართველ მოსწავლეებს მომავალში მონაწილეობა მიიღონ ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებზეც.
2009 წელს ჩვენმა მოსწავლეებმა მოიპოვეს:
სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მათემატიკის 50-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
ერთი ბრინჯაოს მედალი ფიზიკის მე-40 საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
სასწავლო ოლიმპიადების ჩატარებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ოლიმპიადები რეალურად ხელს უწყობს ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეების გამოვლენას, რის შემდეგაც ხდება გამარჯვებული ოლიმპიელების წახალისება. რაც თავისთავად, მოსწავლეებში ზრდის მოტივაციასა და უვითარებს მათ შესაბამის უნარ-ჩვევებს.