სიახლეები პედაგოგებისათვის
Www.Tpdc.Ge მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
Www.Naec.Ge გამოცდების ეროვნული ცენტრი
Www.Mes.Gov.Ge საქართველოს განათლებისა და მეცინერების სამინისტრო

მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს
საატეტსტო გამოცდების წინ, 19 და 20 მაისს საატესტატო გამოცდებზე დარეგისტრირებული ყველა მოსწავლისთვის პრეტესტი მიმდინარეობს. საქართველოს 1600-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ორი დღის განმავლობაში 8 სესიად ჩატარდება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ საგანში გაივლიან, რომლის ჩაბარებაც საატესტატო გამოცდებზე მოუწევთ.
თბილისის №89-ე საჯარო სკოლაში პრეტესტის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გაეცნენ. კოკა სეფერთელაძის განცხადებით, პრეტესტი, ერთი მხრივ, დამატებითი შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, ტესტური დავალებების ნიმუშებს და კომპიუტერულ სისტემას გაეცნონ, მეორე მხრივ კი, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და გამოსაშვები გამოცდების წინ გენერალური რეპეტიცია გაიარონ.
19 მაისს პრეტესტი 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა უცხო ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის დავალებებზე იმუშავეს.
20 მაისის განრიგის მიხედვით კი, მოსწავლეები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და მათემატიკის ტესტებზე იმუშავებენ.
პრეტესტის დასრულების შემდეგ, 21 მაისს მეთორემეტეკლასელებისთვის საატესტატო გამოცდები დაიწყება, რომელიც 30 მაისს დასრულდება.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეთორემეტეკლასელს შეხვდა და ის ცვლილებები გააცნო, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 2012 წლის 1 იანვრიდან შევა. ლიბერალური ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:
1. აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვების გაუქმება;
2. სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური ზღვარის გაზრდა;
3. უმაღლესი სასწავლებლებისთვის შეზღუდვების დაწესება;
4. ცვლილება სტუდენტთა მობილობის წესში;
5. უცხოეთში მცხოვრები მოქალაქისთვის საქართველოში სწავლის დაწყების პროცედურის გამარტივება;
6. ცვლილებები უმაღლეს პროფესიულ განათლებაში.
2012 წლიდან აბიუტურიენტთა მეორადი ჩარიცხვები უქმდება. შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტი თავიდანვე ოც სასურველ ფაკულტეტს აირჩევს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველს უფართოვდება მისთვის სასურველი ფაკულტეტის შერჩევის არეალი, თუმცა მისი ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება. ამით გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და იგი ნაცვლად ოქტომბრისა, 25 აგვისტომდე გახდება ცნობილი. ამდენად, 2012 წელი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესული და უფრო კომფორტული იქნება.
მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე - სამედიცინოსა და იურიდიულზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 10-10%-ით გაიზრდება და სამ საგანში – 35%, ხოლო უცხო ენაში 30% გახდება.
უმაღლეს სასწავლებლებს შეზღუდვები უწესდებათ და ყველა მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგანს მხოლოდ მაპროფირებელი მიმართულებიდან აირჩევს. აქამდე მეოთხე საგანს თავად უმაღლესი ირჩევდა და მიუხედავად მკაცრი პოლიტიკისა, არსებობდნენ უნივერსიტეტები, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე მეოთხე გამოცდას აბიტურიენტები არა ქიმია-ბიოლოგიაში, არამედ ისტორიაში ან გეოგრაფიაში აბარებდნენ.
ცვლილება შედის კანონში მობილობასთან დაკავშირებით. სტუდენტთა მობილობა იზღუდება იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი სამედიცინოს სტუდენტი ვერ გახდება, ვიდრე ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე განსხვავებულ გამოცდას შესაბამის საგანში არ ჩააბარებს. სტუდენტს, რომელიც მობილობით იცვლის ფაკულტეტს კრედიტები უნარჩუნდება.
მარტივდება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლის ან სტუდენტის სასწავლო დაწესებულებაში მიღების წესი, 2012 წლიდან ისინი სასურველ სასწავლებელში განაცხადის გაკეთებიდან 48 საათის განმვალობაში შეძლებენ სწავლის დაწყებას. საჭირო დოკუმენტაციის ნამდვილობის დადასტურება კი პარალელურ რეჟიმში მოხდება. ცვლილების განხორციელებამდე უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველს ლოდინი რამდენიმე თვის განმავლობაში უწევდა.
ჩარიცხვის მექანიზმი უმაღლესი პროფესიული განათლების მიმართულებითაც იცვლება. სიახლე უმაღლესი პროფესიული განათლების IV და V დონეებს ეხება. ახალი წესით, აბიტურიენტები უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში ისეთივე პრინციპით მოხვდებიან, როგორც მაგისტრატურაში, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებს ჩააბარებენ და აგვისტოში აირჩევენ სასურველ სპეციალობებს. სტუდენტი წინასწარ არ აფიქსირებს, თუ სად აპირებს სწავლის გაგრძელებას.

საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი გამოცხადდა
საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერის შესახებ ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხელი უკვე მოაწერა, რითაც გამსვლელი ბარიერი ოფიციალურად გამოცხადდა.
გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში განისაზღვრა 5.5 ქულით. იმის გათვალისწინებით, რომ წელს საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა, იმ მოსწავლეს, რომელმაც რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში მიიღო მინიმუმ 5.2 ქულა, ხოლო დარჩენილ 5 საგანში მიიღო 5.5 ქულა და მეტი 2011 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარა. აგრეთვე არაქართულენოვან სკოლებში 2011 წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის მოპოვებისთვის საჭიროა მხოლოდ ერთ საგანში - ქართულ ენაში დადებით შეფასებად დადგინდეს 5,1 ქულა და მეტი, ხოლო სხვა საგნებზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი.
მომავალ წელს გამსვლელ ბარიერად 5.5 ქულა დადგინდა, ხოლო სამ საგანში დაწესებული შეღავათები აღარ იქნება, ასევე არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაში გამსვლელი ბარიერი იქნება 5.3 ქულა.
დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვმართეთ სამინისტროს ოფიცილურ facebook-ის გვერდზე www.facebook.com/mes.gov.ge

Online რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან. Online რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გამართეს.
ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური შეცდომებისგან.
აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ საკუთარ სკოლებში (სკოლადამთავრებულებმა რესურსცენტრებში) შეავსონ სარეგისტრაციო ანკეტა. Online რეგისტრაციისათვის აბიტურიენტი 14 თებერვლიდან უნდა ეწვიოს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge ან online.naec.ge. რეგისტრაციის პროცესი 14 თებერვალიდან დაიწყება.
საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტების საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციაც 14 თებერვალს დაიწყება. მსურველები ინტერნეტით (www.naec.ge ან online.naec.ge) უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის პროცესი 25 მარტს შეწყდება.

სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა თბილისის №1 ექსპერიმენტულ სკოლაში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლების წახალისებასა და დანერგვას ითვალისწინებს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური.
სკოლებში ჩოგბურთის სწავლება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონეს გააუმჯობესებს და ქართული ჩოგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე, ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება მოხდა, რამაც პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახადა.
სპორტის სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ, აწყობენ სასკოლო ჩემპიონატებს, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სკოლა ერთვება. ჯერ-ჯერობით განსაკუთრებული პოპულარობით სპორტის სამი სახეობა ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი სარგებლობს. ჩოგბურთის ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულება მომავალში ჩოგბურთის პოპულარობასაც გაზრდის და სპორტის ეს სახეობა უფრო მეტი მოზარდისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით შეირჩევა საჯარო სკოლები, სადაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთის სწავლებას განახორციელებს და სპორტის მასწავლებლებს გადაამზადებს. ფედერაცია სამინისტროს მიერ შერჩეული სკოლების შესაბამისი სპორტული ინვენტარით აღჭურვასა და სკოლებს შორის საჩოგბურთო შეჯიბრებებს უზრუნველყოფს.

სკოლების ბრენდირება
2010 წლის სექტემბრიდან იწყება სკოლების ბრენდირება, რომელიც საჯარო სკოლებისთვის სავალდებულო, ხოლო კერძო სკოლებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.
ბრენდირება ნიშნავს სკოლების შეფასებას ათ ვარსკვალვიანი სისტემით სხვადასხვა კრიტერიუმებით. მაგალითად: ინსტიტუციური მონაცემები, სწავლა/სწავლება, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, პროგრამებში /პრექტებში მონაწილეობა, აკრედიტაცია.
შეფასების დაწყებისას ყველა სკოლას ავტომატურად აქვს მინიჭებული ხუთი ვარსკვლავი, ხოლო მომდევნო ხუთის მინიჭება ხდება ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით. სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება თითოეული კომპონენტი და მისი შესაბამისი შეფასება. ყველა სკოლა თავად მოახდენს თვითშეფასებას და გაგზავნის მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. მონაცემების გადამუშავების შემდეგ მას მიენიჭება შესაბამისი ვარსკვლავი. იმისათვის, რომ არ მოხდეს მიკერძოებული შეფასება, სამინისტროში სპეციალურად შექმნილი კომისია მინისტრის პირველი მოადგილის აკაკი სეფერთელაძის ხელმძღვანელობით მუდმივად განახორციელებს სკოლის მიერ თვითშეფასების შედეგად მიღებული მონაცემების გადამოწმებას. მონაცემების განახლება მოხდება წელიწადში ერთხელ.
ბრენდირების ძირითადი მიზანია სკოლებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა და მათი წახალისება სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 10 ვარსკვლავის მქონე სკოლის კურსდამთავრებული ავტომატურად მიიღებს ზოგადი განათლების ატესტატს და მისთვის მინიმალური კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ჩაბარება არ იქნება აუცილებელი.
კრიტერიუმები: (სამუშაო ვარიანტი)
1.პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა
2.ინსტიტუციური მონაცემები
3.სწავლა/სწავლება
4.მასწავლებელთა კვალიფიკაცია
5.აკრედიტაცია

თანამედროვე სასკოლო სასადილოების მოწყობა გრძელდება
პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მორიგი სასკოლო სასადილო გახსნეს.
სასკოლო სასადილოების მოწყობა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ”უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის პროექტის” ფარგლებში ხორციელდება. 161-ე საჯარო სკოლაში სასადილო კომპანია ”გოგლი-მოგლმა” კეთილმოაწყო და უახლესი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ისევე, როგორც ამ კომპანიის მიერ მოწყობილ თბილისის რამდენიმე სკოლის სასადილოში 161-ე სკოლაშიც ანგარიშსწორება არა ნაღდი ფულით, არამედ ,,ტაოპრივატბანკის’’ მიერ უსასყიდლოდ დამზადებული ელექტრონული ბარათებით მოხდება.
კომპანია ”გოგლი-მოგლის” სასადილოები თბილისის 8 სკოლაში ამოქმედდება, თითოეული მათგანის კეთილმოწყობაზე კომპანიამ 50 ათასი ამერიკული დოლარი დახარჯა.
გარდა მრავალფეროვანი სახის ჯანსაღი საკვებისა, ხელმისაწვდომი ფასების, უნაღდო ანგარიშსწორებისა და მშობლებთან მუდმივი კონტაქტის შეთავაზებისა, ”გოგლი-მოგლი” მოსწავლეებისათვის სხვადასხვა წამახალისებელი პროექტებისა და ტურნირების ჩატარებას გეგმავს. მალე ამუშავდება გოგლი-მოგლის საიტი, სადაც ყველა ინფორმაციის მიღება გახდება შესაძლებელი.
ახალი სასწავლო წლიდან, პროექტი უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში, ყველა საჯარო სკოლაში დაინერგება. სასკოლო სასადილოები ტენდერში გამარჯვებული სხადასხვა კომპანიების მიერ კეთილმოეწყობა და აღიჭურვება.

ცეკვის გაკვეთილების შემოღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სკოლებში ცეკვის გაკვეთილები შემოდის. ახალი საგნის სწავლებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა ისეთ პროფესიონალებთან, როგორებიც არიან: ნაციონალური ბალეტის - ანსამბლ ”სუხიშვილების”, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ”ერისიონის”, ანსამბლ ”რუსთავის” ხელმძღვანელები და სხვა ცნობილი სახელმწიფო ცეკვის ანსამბლების წარმომადგენლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თუ რა ფორმით უნდა მოხდეს სკოლებში ცეკვის გაკვეთილების დანერგვა, როგორ წარიმართება სწავლების პროცესი, ვინ ასწავლის და რა რესურსები იქნება ამისთვის გამოყენებული. ეს ის დეტალებია, სადაც პირველ რიგში, პროფესიონალთა მოსაზრებებია გასათვალისწინებელი.
კონსულტაციები ახალი საგნის შემოღებასთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება. გარდა დარგის სპეციალისტებისა, სამუშაო პროცესში ჩართულნი იქნებიან სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები, დაინტერესებული პირები, გათვალისწინებული იქნება ყველა კომპეტენტური მოსაზრება.
სკოლებში შემოვა როგორც ქართული, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური ცეკვების შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული კურსის სწავლება. ეს სიახლე პილოტირებას ჯერ რამდენიმე სკოლაში გაივლის და შემდეგ ყველა სკოლაში დაინერგება.

სკოლების შიდა და გარე პერიმეტრს ვიდეოკამერებით გააკონტროლებენ
პრეზიდენტის ინიცირებული ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამის ფარგლებში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დამონტაჟება თბილისის 20-ზე მეტ სკოლაშია დასრულებული. პარალელურად, შესაბამისი სამუშაოები დედაქალაქის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სკოლაში მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კომპანია United Security-ს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ბიბილაშვილი 23-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. კომპანია United Security-მ 23-ე საჯარო სკოლაში 16 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დაამონტაჟა, მათ შორის, ორი სკოლის გარე პერიმეტრზე. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა საშუალებას იძლევა რეალურ დროში მოხდეს სკოლის მონიტორინგი და უსაფრთხოების კონტროლი.
ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკა, რომელიც 23-ე საჯარო სკოლაში დამონტაჟდა, საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, რაც იმის გარანტიაა, რომ სკოლაში ბავშვები მუდმივად იქნებიან უფროსების ყურადღების ცენტრში და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება. გარდა მანდატურებისა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის გაკონტროლება, სპეციალური პროგრამის დახმარებით, სკოლის დირექტორებსაც შეეძლებათ.